Tuesday, June 5, 2012

რა ჯდება საქართველოში სუროგატი დედის მომსახურება?

საქართველოს სუროგაციული დედების ცენტრი” 2004 წლიდან ფუნქციონირებს. სწორედ ამ ცენტრის წყალობით გაბედნიერდნენ უშვილო წყვილები. “ქართული სიტყვის” სტუმარია “საქართველოს სუროგაციული დედების ცენტრის” ახალგაზრდა, ენერგიული ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე.

- ქალბატონო თამარ, ნებისმიერ ქალს შეუძლია გახდეს სუროგატი დედა?
- ქალი, რომელსაც სურს, გახდეს სუროგატი დედა, გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, მარტო მონდომება არ კმარა. ცენტრთან ხელშეკრულების დადებამდე, ყველას ვავსებინებთ სააღრიცხვო ფორმას, სადაც იწერება ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხოვრების წესი... სუროგატი დედა არ უნდა ეტანებოდეს ალკოჰოლიან სასმელებს, არ უნდა ეწეოდეს სიგარეტს და არ უნდა უწევდეს მძიმე ფიზიკური შრომა; აუცილებელია, ჰყავდეს საკუთარი შვილები.

- ასაკს არა აქვს მნიშვნელობა?
- როგორ არა, სუროგატი დედობის მსურველი უნდა იყოს 35 წლამდე, სასურველია, ჰყავდეს მეუღლე და ცხოვრობდეს თბილისში, რათა პროცედურებზე სიარული არ გაუჭირდეს. თუ ქალი ზემოჩამოთვლილ პირობებს აკმაყოფილებს, ცენტრი მასთან დებს ხელშეკრულებას.

- შესაძლებელია სუროგატი დედის შეცვლა?
- რა თქმა უნდა, ამასაც ჩვენ ვაკეთებთ, განსაკუთრებულ შემთხვევებში.

- სუროგატ დედას კანონით აქვს ბავშვზე რაიმე უფლება?
- საქართველოში მოქმედი “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 143-ე მუხლის თანახმად, სუროგატ დედას ბავშვის დატოვების უფლება არ აქვს... ეს იგივეა, სხვის შვილზე განაცხადოს პრეტენზია.

- 9 თვე მუცლით რომ ატარებს, ეს არაფერს ნიშნავს?
- არა, რადგან იგი მუცლით თავის შვილს არ ატარებს - სუროგატი დედის საშვილოსნოში გადააქვთ ხელოვნურად განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ ემბრიონი. უშვილო წყვილი თავისი სურვილით, ან ჩვენი რჩევით, ხელშეკრულებას დებს რომელიმე კლინიკასთან, სადაც ხდება ინ ვიტო განაყოფიერება.

ქართველი სუროგატი დედები (მაგალითი)

დალი სუროგატი დედაა. მის მუცელში სხვისი შვილი იზრდება, რომელსაც მასთან არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს. ბავშვი მშობლების ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ჩაისახა. ხუთი თვის წინ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სუროგატი დედის საშვილოსნოში გადაიტანეს, ანუ მისი სხეული ერთგვარ ინკუბატორად გამოიყენეს. დაბადებისთანავე ბავშვს თავისი უცხოელი მშობლები წაიყვანენ და დალიც პატარას ვეღარასდროს შეხვდება.
30 წლის დალი კახეთიდან არის. უკვე რამდენიმე თვეა, ბინას თბილისში ქირაობს, სოფელში კი ყველა დაარწმუნა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. იცის, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, ცხრა თვის თავზე მის ანგარიშზე 10,000 დოლარი ჩაირიცხება.
9 წლის ქალიშვილი, ორი თვეა, არ უნახავს და კიდევ 4-5 თვეს ვერ ნახავს. ბავშვიც დაარწმუნა, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიოდა. დალის რთული არჩევანის შესახებ მხოლოდ მისმა მეუღლემ და მშობლებმა იციან.
მან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თვეებით ადრე დაიწყო საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ბავშვი, რომელიც მის მუცელში განვითარდებოდა, არ უნდა შეჰყვარებოდა: "ვიცი, რომ მერე მომგლიჯავენ და არ მინდა, გული დამწყდეს. ვთვლი, რომ ეს არის საქმე და სხვა არაფერი. შეგნებული მაქვს, რომ ჩემ მუცელში სხვისი შვილი იზრდება და მე უბრალოდ ჭურჭელი ვარ.

Thursday, April 19, 2012

მზის მოძრაობა

  დედამიწა ორბიტაზე 30 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს, ამასობაში მან გაირა 50 000 სინათლის წლის ტოლი მანძილი(1 ს.წ.=10¹³ კმ.) დანარჩენმა პლანეტებმა მერკურისა და ვენერას გამოკლებით, აღნიშნულზე მცირე მანძილი გაიარეს, რადგან მათი სიჩქარე უფრო მცირეა(უფრო შორს არიან მზიდან).




დედამიწა აგრეთვე მონაწილეობს მზის სისტემის საერთო მოძრაობაში  და სხვა ვარსკვლავებთან ერთად ბრუნავს გალაქტიკის ცენტრის გარშემო. ამ მოძრაობაში მან უკვე 4 მილიონი სინათლის წლის მანძილი დაფარა.


ის, რომ ამდენი ხნის მერე დედამიწის სიჩქარე და მანძილი მზემდე არ შეიცვალა, აიხსნება რამდენიმე მიზეზით.
1.      მზის მასა და მიზიდულობის ძალა თითქმის არ შეცვლილა;
2.      არიან რა მზეზე ძალიან პატარები მასით, სისტემის დანარჩენმა პლანეტებმა ვერ შეძლეს დედამიწის გადაგდება ტრაექტორიიდან თავიანთი მიზიდულობის ძალებით.
3.      სხვა ვარსკვლავებამდე მანძილები იმდენად დიდია, რომ გალაქტიკაში მოძრაობის დროს რომელიმე მათგანთან მიახლოება უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს მზის სისტემაზე.